ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და დამარცხდა – 1:2.
მე-20 ტურის მატჩში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ბუდუს თავის გამოჩენის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ეპიზოდში კარგად ვერ დაარტყა.
შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.4.
ჰაიდენჰაიმი – დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 გირასი (33), 0:2 ბაიერი (63), 1:2 ჰონზაკი (64)
„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო,14 ქულით მე-16 ადგილზეა და 8 თებერვალს სტუმრად „ფრაიბურგს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings