in

ხვიჩას გატანა შეეძლო: პსჟ-მ მოიგო, კვარა შეცვალეს

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში „ბრესტს“ ესტუმრა და 5:2 დაამარცხა.

ქართველი ახალწვეული კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
ხვიჩას თავის გამოჩენის შესაძლებლობა პირველი ტაიმში ჰქონდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ბარკოლას გასწვრივ გადაცემას ვერ მოუძებნა სწორი მისამართი.
შესანიშნავი პასი გაუკეთა დემბელეს, რომელმაც კინაღამ გაიტანა.
მეორე ტაიმში, როცა იმავე დემბელემ წინ გაიყვანა პსჟ, ხვიჩაზე დარღვევას უთუოდ პენალტი მოჰყვებოდა, მაგრამ პარიზელებმა თამაში არ გააჩერეს და გოლიც გაიტანეს.

კვარაცხელია 59-ე წუთზე შეცვალა.

შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.5.

ბრესტი – პსჟ 2:5
გოლები: 0:1 დემბელე (29), 1:1 დელ კასტილიო (50), 1:2 დემბელე (57), 1:3 დემბელე (62), 2:3 აჟორკი (71), 2:4 რამუში (59), 2:5 რამუში (90+7)

პსჟ 20 ტურის შემდეგ 50 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით ასწრებს. მომდევნო მატჩს 5 თებერვალს ჩაატარებს – თასის მერვედფინალში გასვლაზე „ლე მანს“ შეხვდება.

პარიზელები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ამავე „ბრესტს“ 11 თებერვალს სტუმრად, 20 თებერვალს კი საკუთარ მოედანზე შეხვდებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ გაიტანა და ყველაზე კარგი იყო: სენტ ეტიენმა წააგო

ბუდუმ სრულად ითამაშა, ჰაიდენჰაიმმა დორტმუნდთან წააგო