ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ ერთ-ერთ ლიდერ „ლილთან“ დამარცხდა – 1:4.
ქართველი მთავარი ფიგურა იყო და თუ რაიმე ხიფათი იქნებოდა, სწორედ ჩვენიანის დამსახურებით.
ანგარიში უკვე მე-6 წუთზე ზურიკომ გახსნა. ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, წააქციეს და მოპოვებული პენალტი თავად უნაკლოდ შეასრულა.
დავითაშვილი ამის შემდეგაც აქტიურად თამაშობდა, მაგრამ მისი პასით კარის წინ დარჩენილმა თანაგუნდელმა ვერ ისარგებლა.
მეორე ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი ვერ გამოიყენა.
დავითაშვილი 87-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
თავის გუნდში მან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Flashscore – 7.0; Sofascore – 7.3; Whoscored – 6.9.
ზურიკოს ანგარიშზე 9 შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე პასია.
ლილი – სენტ-ეტიენი 4:1
გოლები: 0:1 დავითაშვილი (6, პენ), 1:1 დევისი (32, პენ), 2:1 სახრაუი (63), 3:1 გუდმუნდსონი (72), 4:1 სახრაუი (78)
გაძევება: ბატუბინსიკა (48, სენტ-ეტიენი)
20 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენმა“ 18 ქულით ლიგა1-ის მე-15 ადგილზეა და 9 თებერვალს „რენს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings