in ,

განსხვავებულები და საერთოები: ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურები

ჩემპიონთა ლიგის ძირიტადი ეტაპი დასრულდა და სხვადასხვა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. როგორც მოსალოდნელი იყო, არიან ფეხბურთელები, რომლებიც ყველა ვერსიაში მოხვდნენ, თუმცა ასევე ბუნებრივია, რომ სიმბოლური გუნდები განსხვავებულია.

Goal-ის ვერსიით რვა ტურის შედეგების მიხედვით შედგენილ გუნდში შედიოდნენ:

მეკარე: იან ზომერი (ინტერი);
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ჯონათან ტა (ბაიერი), ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული), ფედერიკო დიმარკო (ინტერი);
ნახევარმცველები: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), რაიან გრევენბერხი (ლივერპული), ჟოაო ნევეში (პსჟ);
თავდამსხმელები: ფლორიან ვირტცი (ბაიერი), სერუ გირასი (ბორუსია), რაფინია (ბარსელონა).

ESPN-ის ვერსია კი ასეთი გამოვიდა:

მეკარე: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა);
დაცვა: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ოლივიე ბოსკალი (პსვ), შტეფან დე ვრი (ინტერი), ნუნო მენდეში (პსჟ);
ნახევარდაცვა: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), მალიკ ტილმანი (პსვ), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი);
შეტევა: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სერუ გირასი (ბორუსია), რაფინია (ბარსელონა).

თადარიგში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, კრისტიან პულიშიჩი და სხვები.

WhoScored-მა თავისივე შეფასებები დააჯამა და შესაბამის პოზიციებზე მოთამაშეთა საშუალო რეიტინგების მიხედვით ასეთი სიმბოლური გამოუვიდა:

მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი, საშუალო ქულა – 7,39);
დაცვა: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, 7.44), რაიან ფლამინგო (პსვ, 7.26), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, 7.1), ალეხანდრო გრიმალდო (ბაიერი, 7.68);
ნახევარდაცვა: ლამინ იამალი (ბარსელონა, 7,8), მალიკ ტილმანი (პსვ, 8,03), ფლორიან ვირტცი (ბაიერი, 7,83), რაფინია (ბარსელონა, 8,31);
შეტევა: ადემოლა ლოკმანი (ატალანტა, 7.74), ვინისიუსი (რეალი, 8.11).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იუვენტუსი? რატომ გახდა რეალური გოგლიჩიძის ტრანსფერი ტურინულ გრანდში

რამდენი მიიღეს კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე: უეფა დასარიგებელ ფულს ზრდის