in

ვიდეო: მამუკელაშვილის 7 წუთი და 5 ქულა მოგებულ თამაშში

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი მატჩი გამართა. მისი “მილუოკი” სტუმრად შეხვდა “პორტლენდს” და დამაჯერებლად მოუგო – 137:108. 

მამუკელაშვილი მოედანზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და 7:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულის, 3 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება მოასწრო. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ბობი პორტისი იყო. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე იანის ადეტოკუმბოს, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასია.

მამუკელაშვილის გუნდი 33 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ბაქსი“ „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ფეხბურთელებმა ნამდვილი ომი გააჩაღეს, მწვრთნელი დაამტვრიეს

ვიდეო: 1 მოხსნა ორმაგ დუბლამდე – შერმადინმა 18 წუთში 12 ქულა ჩააგდო