ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „კოვენტრისთან“ დამარცხდა – 1:2.
გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore – 7.6, whoscored – 7.0, flashscore – 6.9.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლოს ჩვენიანს შეეძლო გატანა და ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეკარემ რთული დარტყმა მოიგერია.
კოვენტრი – უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 ტორპი (32), 2:0 ტორპი (75), 2:1 კიტჩინგი (82, საკ. კარში)
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, 41 ქულით მე-9 ადგილზეა და 1-ელ თებერვალს „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings