in

მიქაუტაძემ სტამბოლში კარგად ითამაშა, ოდიშარიამ აიაქსი დაამარცხა

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 85

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპის ლიგის მე-7 ტურში სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა – 0:0.

ქართველი თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. ლიონელებს პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვთ, მაგრამ მათი ამოცანა საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა და პირდაპირ მერვედფინალში გასვლაა.

ორი კარგი მომენტი ქართველის აქტიურობით შექმნეს: გიორგიმ ჯერ შესანიშნავი პასით დასარტყმელ პოზიციაზე კუმბედი გაიყვანა, შემდეგ კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარში ეფექტურად დაარტყა. პირდაპირ კუთხურიდან ურტყამდა კარში “მაკრატელასმაგვარი” შესრულებით.
მეორე ტაიმში მიქაუტაძის პასით გატანა ლაკაზეტის შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. 77-ე წუთზე ხელსაყრელ პოზიციაზე თავად ჩვენიანი მოხვდა, მაგრამ სუსტად დაარტყა.

შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.1.

ლაშა ოდიშარიას და ლუკა სილაგაძის „რიგის ფუტბოლ სკოლამ“ ამსტერდამის აიაქსს“ უმასპინძლა და სენსაციურად დაამარცხა – 1:0.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ოდიშარია
ძირითად შემადგენლობაში იყო, ბოლომდე ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც მიიღო. განაცხადში იყო ლუკა სილაგაძეც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის „იბერიაში“ უნდა დაბრუნებულიყო.

ოდიშარიას შეფასებებია: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.2; Whoscored – 7.7.

მოგების მიუხედავად, რიგელებს ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის საშინაო მარცხი მონაკოსთან

მამუკელაშვილის 11 წუთი და 6 ქულა ინდიანასთან… პარიზში