in ,

კარგი დაბრუნება: მამარდაშვილის მაღალი შეფასება სოსიედადთან მატჩში

გუშინ, გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 22 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

“ღამურები” ოთხეულისთვის მებრძოლ “სოსიედადს” დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დაშორდნებ. 21 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და მესამე შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა. ცნობისთვის ამდენივე მშრალი მატჩი აქვს იასპერ სილესენს.

Whoscored.com-მა გიორგის თამაში 7.4 ქულით შეაფასა და “ვალენსიაში” ეს მეორე შედეგია. მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ხოსე გაიამ მიიღო.

მამარდაშვილი ვალენსიას კარში დაბრუნდა: გიორგიმ გოლი არ გაუშვა

მამარდაშვილის “ვალენსია” მომდევნო მატჩს 11 თებერვალს ესპანეთის თასის ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეუჩერებელი ქვილითაია: გიორგის დუბლი აელ-თან

შერმადინის ბრწყინვალე მატჩი: ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე