საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა, რომელიც ისტორიაში პირველად ასპარეზობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრში, მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდს შორის გამოდიოდა და ფინალში მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა. ჩვენმა გუნდმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.
დღეს, შეჯიბრი ქალთა გუნდურ ასპარეზობაში გაიმართა და საქართველოს სახელით ყინულზე ანასტასია გუბანოვა გამოვიდა. გუბანოვამ მოკლე პროგრამა უშეცდემოდ შეასრულა, მსაჯებისგან 67.56 ქულა დაიმსახურა და მეოთხე ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში კი, საქართველოს 7 ქულა შემატა.
საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 22 ქულა დააგროვა, იტალიას გადაასწრო და მასპინძელ ჩინეთს გაუთანაბრდა, მაგრამ ჩინელებმა სხვა დამატებითი კომპონენტებით გვაჯობეს. მათ ასევე 22 ქულა დააგროვეს, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა ორი საუკეთესო შედეგის ქულები დააჯამეს და ჩინეთი ხუთეულში მოხვდა. მასპინძლებმა 16 ქულა დააგროვეს, ხოლო ჩვენი ნაკრებიდან მორის ყვითელაშვილმა და ანასტასია გუბანოვამ (საუკეთესო შედეგები ჰქონდათ) 7-7 ქულა დააგროვეს, რაც 14 ქულას უდრის და ჩინეთი ხუთეულში გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings