in

ბარსას შემოსავლიანი წელი ჰქონია: ევროკლუბების უმრავლესობას ფული შეუმცირდათ

უეფამ ევროპული კლუბების ფინანსების შესახებ 2020 ფინანსური წლის ანგარიში წარადგინა.

„ბარსელონამ“ ამ პერიოდში ყველაზე მეტი იშოვა – 730 მლნ ევრო. მეორე ადგილზეა „რეალი“. ესპანურ გრანდებს გერმანული გიგანტი „ბაიერნი“ მოყვება.

შემოსავლების ძირითად საშუალებას სპონსორები და კომერციული საქმიანობა წარმოადგენს.

ტოპ 20-ის კლუბების უმრავლესობის შემოსავლები 2019 ფინანსურ წელთან შედარებით შემცირდა. გამონაკლისია „ლაიპციგი“ (+38%), „ვალენსია“ (+12%) და „ევერტონი“ (არ შეცვლილა).

ევროპის ტოპ 20 კლუბი 2020 ფინანსური წლის შემოსავლებით:

1. „ბარსელონა“ – 730 მლნ ევრო;

2. „რეალი“ – 715 მლნ;

3. „ბაიერნი“ – 634 მლნ;

4. „მანჩესტერი“ – 580 მლნ;

5. პსჟ – 560 მლნ;

6. „ლივერპული“ – 559 მლნ;

7. „სიტი“ – 553 მლნ;

8. „ჩელსი“ – 465 მლნ;

9. „ტოტენჰემი“ – 459 მლნ;

10. „იუვენტუსი“ – 401 მლნ;

11. „არსენალი“ – 389 მლნ;

12. „ბორუსია“ დორტმუნდი – 371 მლნ;

13. „ატლეტიკო“ – 332 მლნ;

14. „ინტერი“ – 302 მლნ;

15. „ლაიპციგი“ – 278 მლნ;

16. „ვოლფსბურგი“ – 219 მლნ;

17. „ზენიტი“ – 214 მლნ;

18. „ევერტონი“ – 212 მლნ;

19. „ვალენსია“ – 210 მლნ;

20. „ლიონი“ – 194 მლნ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული და ტოტენჰემი ყველაზე ეკოლოგიური გუნდები არიან: პრემიერლიგის ეკოლოგიური რეიტინგი

ქართველი სპორტსმენების განრიგი ზამთრის ოლიმპიადაზე