in

აბა ჩვენ სულ ქალებში დავდიოდით – რონალდოს ახალი თაობის ჭამა და ძილი მოსწონს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ფენომენად წოდებულმა რონალდომ თანამედროვე სუპერვარსკვლავებზე – ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.

„მესი – ექსტრაორდინარული, ძლიერი და ტექნიკურია. მას ყველა მატჩში უნდა გოლის გატანა. ასევეა კრიშტიანო.

ნეიმარი კიდევ ერთი ტოპ მოთამაშეა. იმედია, ის ბრაზილიასთან ერთად რამის მოგებას შეძლებს. მას სამშობლოში პირადი ცხოვრების გამო აკრიტიკებენ.

“ნებისმიერ შემთხვევაში ეს თაობა ჩვენზე უკეთესია მოედნის მიღმა. ისინი კარგად იკვებებიან და ბევრი ძინავთ. ჩვენ ყველაფერს პირიქით ვაკეთებდით, რომ არ ვილაპარაკოთ ქალების რაოდენობაზე“, – უთხრა კიჭა რონალდომ Bobo TV-ს.

ის ასევე მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან ევროპის სუპერლიგა მაინც შეიქმნება: „ტოპ კლუბებს სულ უფრ მეტი ფული უნდათ. სუპერლიგა უკვე წარმოდგენილ ვარიანტს არ დაემსგავსება, რადგან ეს კატასტროფა იყო, მაგრამ ის მაინც მოვა“, – აღნიშნა რონალდომ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუარესმა მესის გაასწრო, არგენტინა საკუთარ თავს მისდევს

2021 საქართველოსთვის მოედანზე აღმავლობის და მის მიღმა დაცემის წელიწადი იყო: მსოფლიო რაგბის ინტერვიუ ბორჯღალოსნების კაპიტანთან