ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მაიამის 1000-ქულიანი მასტერსის ძირითად ბადეში იასპარეზებს. გორგოძემ კვალიფიკაციის ფინალში ჰარმონი ტანი სამ სეტში 6:2; 3:6;7:6 დაამარცხა.
ეკომ კვალიფიკაციის ნახევარფინალში მედისონ ინგლისი ასევე სამ სეტში 6:7; 6:4; 7:5 დაამარცხა.
მაიამის მასტერსის ძირითად ბადეში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 18 200 დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგში 10 ქულა დაემატა.
GIPHY App Key not set. Please check settings