იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-10 დღეს ქართველი ექსოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ბრაზილიელ კაისეის დაუპირისპირდა და მიმდინარე ბაშოზე მე-7 გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინმა შეძლო მეტოქის მავაშის აღება და მეტოქე იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.
10 დღის შემდეგ, ქართველ გოლიათს ბალანსი 7:3-ზე აქვს და კაჩი-კოშამდე (დადებითი ბალანსი) ერთი გამარჯვება აშორებს.
GIPHY App Key not set. Please check settings