მსოფლიო რაგბიმ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა და სასიამოვნო სიახლე ქართველი რაგბის გულშემატკივრებისთვის. 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” გადამწყვეტ მატჩში საქართველომ ესპანეთის დიდი ანგარიშით დამარცხება მოახერხა (49:15), ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-12 ადგილს იკავებს. “ბორჯღალოსნებმა” სამოას გადაასწრეს.
ლევან მაისაშვილს გუნდს 73.78 ქულა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან მარცხის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს 6 ერის ქვეყანა იტალია უსწრებდა, რომელმაც გასულ უქმეებზე დიდი სენსაცია მოახდინა. “აძურიმ” 2015 წლის შემდეგ, 6 ერზე პირველი შეხვედრა მოიგო, თან კარდიფში უელსთან – 22:21.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო შედეგი 2016 და 2019 წლებში ჰქონდა, როდესაც “ბორჯღალოსნები” მე-11 ადგილს იკავებდნენ.
ცვლილები მოხდა ცხრილის ზედა ნაწილშიც. საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც 6 ერი 12 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ერთი პოზიციით მაღლა აიწია. “ლე ბლემ” ახალი ზელანდია ჩამოიტავა და მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის შემდეგ მსოფლიოში მეორეა.
უელსი იტალიასთან მარცხის შემდეგ მე-9 ადგილამდე დაქვეითდა. “დრაკონებს” არგენტინამ გადაასწრო.
GIPHY App Key not set. Please check settings