საბა ლობჟანიძის გარდა, გასული ტურის სიმბოლურში მოხვდა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიანი ნიკა კვეკვესკირი. მოგეხსენებათ, ჯაბა კანკავას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია გახდა, ვიცე კი ნიკა კვეკვესკირი იქნება. ეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც დაადასტურა.
საბა ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა
ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას გასული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მისმა “ლეხმა” “იაგელონია” 3:0 დაამარცხა. Sofascore-მა კვეკვესკირის თამაში 8.1 ქულით შეაფასა.
26 ტურის შემდეგ ჩემპიონატს “პოგონი” 53 ქულით ლიდერობს, მეორე-მესამე პოზიციებს კვეკვესკირის “ლეხი” და ვაკო გვილიას “რაკუვი” 52-52 ქულით იკავებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings