საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
კიტეიშვილის “შტურმი” ავსტრიის ჩემპიონატის შეხვედრაში “კლაგენფურტს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც იაკობ იანტშერი შეცვალა.
კიტეიშვილმა ტრავმა 2021 წლის 30 სექტემბერს “ეინდჰოვენთან” მიიღო და იმის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში გრაცელთა მაისურით 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings