სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და ვლადიმირ ვაისის ბრატისლავას “სლოვანმა”, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობა გარანტირებული აქვს, “სერედი” მიიღო და 5:1 გაანადგურა.
გურამ კაშია “სლოვანის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მე-40 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა კიდეც.
კაშია 88-ე წუთზე შეცვალეს. ჯაბა კანკავა განაცხადში არ ყოფილა.
გურამ კაშიას მიმდინარე სეზონში “სლოვანის” მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings