რაგბი ევროპამ 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მე-4 ტურის საუკეთესო ხუთი ლელო გამოარჩია. Top 5 ლელოს შორის 1-2 ადგილზე “ბორჯღალოსნების” ალექსანდრე თოდუას და აკაკი ტაბუცაძის ლელოები გავიდა.
ორივე შემთხვევაში ქართველმა მორაგბეებმა ლელოები პირველი ხელიდან დადეს. დავით ნინიაშვილის აჩაქარების შემდეგ, ლელო მეტოქის ჩათვლის მოედანში აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა. მეორე შემთხვევაში კი, რომელიც ტურის საუკეთესო ლელოდ დასახელდა, შერკინებიდან გამოტანილი ბურთის შემდეგ, ნინიაშვილის ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ, რუმინელები ალექსანდრე თოდუამ დაამიწა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 20 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე გუნდს მსოფლიოზე გასვლა განაღდებული აქვს, თუმცა ამ მატჩმა ტურნირის ჩემპიონის ბედი უნდა გაარკვიოს.
განახლებული რეიტინგი: ბორჯღალოსნები სამოას მიუახლოვდნენ
GIPHY App Key not set. Please check settings