in ,

ვალენსიას ლეგენდა: თასის ფინალში მამარდაშვილი უდგა იდგეს

“ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ ხოსე მანუელ სემპერომ plazadeportivo-სთან ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილი ძალიან კარგ ფორმაშია და 23 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში თამაშს იმსახურებს.

“გიორგიმ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. შემდეგ ფსიქოლოგიურ წნეხს ვეღარ გაუძლო და დიდწნიანი პაუზა ჰქონდა, ახლა კი, ეს წნეხი გადალახა, ადაპტაციაც გაიარა და უფრო კარგად დაბრუნდა. მამარდაშვილი კარგ ფორმაშია და ის პირადად ჩემთვის გუნდის მთავარ მეკარეობას იმსახურებს. ეს ბორდალასის და მწვრთნელების გადასაწყვეტია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესპანეთის თასის ფინალში მამარდაშვილი უნდა იდგეს”, – თქვა სემპერომ.

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ამასთანავე, იგი ორჯერ გახდა ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარე.

კოპა დელ რეის ფინალში 23 აპრილს “ვალენსია” “რეალ ბეტისს” “ლა კარტუხაზე” დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოდუას და ტაბუცაძის ლელოები ტურის საუკეთესოებში

პეტრიაშვილი, იაკობიშვილი და კენჭაძე წონის ლიდერებში