უკრაინაში მიმდინარე ომმა მთელი მსოფლიო გააერთიანა. ყველა სფეროს წარმომადგენელი გამოხატავს სოლიდარობასა და თანადგომას უკრაინელი ხალხის მიმართ.
მსოფლიო რაგბიმ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. რომელშიც ვეტერანი ქართველი “ბორჯღალოსანი” დიმიტრი ბასილაიაცაა. 34 წლის ვეტერანი ქართველი მორაგბე უკრაინაში ერთ-ერთი სარაგბო გუნდის მთავარი მწვრთნელია. ამასთანავე ის რესტორნის მფლობელია, რომელშიც უკრაინელ ხალხს უფასოდ ასადილებს.
“აქ საჭმელს ვამზადებთ და ეს ყველაფერი ბავშვებისთვის კეთდება. ბავშვობაში უკვე ვანხე ომი. ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, ეს ჩვენი ომიცაა. ეს არის რისი გაკეთებაც შემიძლია და ამას მთელი გულით ვაკეთებ”, – თქვა დიმიტრი ბასილაიამ.
ბასილაიას საქართველოს ნაკრების შემადგენობაში 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ხუთი ლელოა. მათ შორის, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings