თბილისში, “დინამო არენაზე” დღეს CRYSTALBET ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა გაიმართა. “გაგრამ” “თელავს” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დააკარგვინა.
“თელავი” კვლავ რჩება ჯერჯერობით ერთადერთ დაუმარცხებე;ლ გუნდად.
ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. “გაგრა” თეიმურაზ შონიამ დააწინაურა. კახელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს. გურამ გოშთელიანის პენალტის ნიშნულიდან დარტყმული ბექა ქურდაძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ფირუზ მარაქველიძემ დაასწრო და ბურთი მეტოქის კარში გადადგზავნა. 43-ე წუთზე კი, ზურაბ თევზაძის პასით გიორგი კვერნაძემ გაიტანა და კახელებს ტაიმი მოაგებინა.
მეორე ნახევარში “გაგრამ” ანგარიში პენალტით გაათანაბრა. ზუსტი გუნდის კაპიტანი ვასილ ხოსიტაშვილი აღმოჩნდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
შეგახსენებთ, ამ ტურში “ტორპედო”–”ლოკომოტივის” და “დინამო თბილისი”–”დილას” მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო.
ბათუმის “დინამო” საკუთარ მოედანზე “საბურთალოს” დაუზავდა, “სამგურალი” კი “სიონს დაუზავდა.
თოვლი მოსულა… ფეხბურთი გადაიდო: სოსიაშვილმა სიონს პირველი ქულა მოუტანა
GIPHY App Key not set. Please check settings