Crystalbet ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო კლუბი გორის “დილა”, რომელმაც ზაფხულში ჩვენი ქვეყნის და ქართული ფეხბურთის ღირსება ევროსარბიელზე უნდა დაიცვას, გაძლიერებას განაგრძობს.
ჩვენი ინფორმაციით, ანდრეი დემჩენკოს გუნდმა უკრაინული “დნიპროდან” ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს ვაგნერ გონსალვეშს იმატებს.
ვაგნერ გონსალვეში ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგადაა ნაცნობი. იგი “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings