ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “ალფონსო პერესზე” “ხეტაფეს” დაუპირისპირდა და უგოლოდ დაშორდა.
გიორგი მამარდაშვილმა 6 სეივი განახორციელა, მაგრამ ერთ ეპიზოდში კინაღამ მატჩის ანტიგმირად იქცა.
მამარდაშვილმა კარი ისევ მშრალად შეინახა, თუმცა…
მამარდაშვილის კარგი მატჩი: ყველაზე მაღალი შეფასება ორივე გუნდში
გიორგი თამაშზე ესპანური AS.com წერს.
“ხეტაფესთან” მატჩში გიორგი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ერთი უხეში შეცდომა კინაღამ სულელურ გოლად დაუჯდა და ახლოს იყო მატჩის ანტიგმირიც გამხდარიყო, თუმცა მისდა საბედნიეროდ ბორხა მაიორალს ბურთი ხელში მოხვდა და გოლი გაუქმდა. 6 სეივიდან განსაკუთრებული ხიფათის შემცვლელი არცერთი იყო, მაგრა ქართველი პოზიციას კარგად არჩევდა. პირველი ტაიმის მიწურულს მან უნალს ფეხით ურთულესი ბურთი აუღო”, – წერს AS.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, ხუთში კარი მშრალად შეინახა. ორი მატჩიც თასზე ითამაშა და ერთხელ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings