in ,

დღის ფოტო: როგორ გამოიყურება სტადიონი ჩერნიგოვოში – რუსების ბომბებით დანგრეული არენა გაგარინის სახელობისაა

ზუსტად რა მოხდა რთული სათქმელია, მაგრამ რა მიხვედრა და მარჩიელობა ამას უნდა. რუსი თუ მათ მიერ დაქირავებული ჯარი არაფერს ინდობს და რაზეც ხელი მიუწვდებათ, ყველაფერს ანადგურებენ უკრაინაში.

დანგრეულია პროფესიული არენა ქალაქ ჩერნიგოვში.

ეს ფოტოები სოცქსელებში გამოჩნდა. სტადიონი უკრაინის პრემიერლიგის გუნდ „დესნას“ ეკუთვნის. ამ არენაზე გუნდი საშინაო მატჩებს ატარებდა და სხვათა შორის ეს სტადიონი იური გაგარინის სახელობისაა. ბოლო ოფიციალური მატჩი აქ 5 დეკემბერს ჩატარდა „მარიუპოლთან“ (3:3).

ჩერნიგოვოში სტადიონი 1936 წელს გახსნეს და 3 ათასს მაყურებელს იტევდა. მეორე მსოფლიო იმის დროს ის სერიოზულად დაზიანდა და რეკონსტრუქცია დასჭირდა, რომელიც 1960 წელს დასრულდა. სტადიონზე ორი ტრიბუნა გაჩნდა (4 და 7 ათასიანი)

1961 წელს სტადიონს გაგარინის სახელი უწოდეს, 3 წლის შემდეგ ცნობილი კოსმონავტიც სტუმრობდა მას.

სტადიონს სხვა დროსაც ჩაუტარეს მცირედი, უმნიშვნელო რეკონსტრუქცია.

ახლა კი ისევ დასჭირდება, უკვე სერიოზული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-ს ბოსებმა პირველი მსხვერპლი შეარჩიეს – ლიგიდან გავარდნა და მბაპეს უფასოდ წასვლა სხვა გზას არ ტოვებს

ზაფხულის თავისუფალი აგენტების ტოპ 20: მაგარი კამპანია გროვდება