ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ მარცხი პსჟ-ს სტრუქტურაში სერიოზული საკადრო ცვლილებების სიგნალი გახდა.
ფრანგული გრანდის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეუდგა ახალი სპორტული დირექტორის ძიებას ლეონარდოს სანაცვლოდ. ამაზე AS წერს.
სამი წლის განმავლობაში ბრაზილიელმა მთავარი დავალება ვერ შეასრულა – ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. წლევანდელი სეზონი მორიგი იმედგაცრუება გახდა. ზაფხულში განხორციელებული უდიდესი შენაძენების მიუხედავად, გუნდი 1/8 ფინალზე გაჩერდა. კილიან მბაპეს უფასოდ დაკარგვის საშიშროებამ კი საბოლოოდ შეარყია ლეონარდოს პოზიცია.
პსჟ-ს ბოსებმა ახალი ფავორიტი შეარჩიეს – ფაბიო პარატიჩი. თუმცა იტალიელი სულ ცოტა ხნის წინ შეუდგა სამსახურს „ტოტენჰემში“ და არც ის არის გამორიცხული უარი თქვას პარიზის ვარსკვლავურ ქაოსში გადაბარგებაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings