in

ბასილაშვილი ინდიანას ფონინით იწყებს

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე ასპარეზობას ხვალ დაიწყებს.

ქართველი ჩოგბურთელი განთესილი იყო, ამიტომ პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი, მსოფლიოს ყოფილ მე-9 ჩოგანს იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ნიკა დიდი ალბათობით ბრიტანელ ქემერონ ნორის გადაეყრება, რომელმაც შარშანდელ ინდიან უელსის მასტერსზე ფინალში დამარცხდა.

შარშანდელ მასტერსზე ფინალში გასვლის გამო, ნიკოლოზ ბასილაშვილს 600 ქულა აქვს დასაცავი.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ფაბიო ფონინის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზეა დაგეგმილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიასა და ვოლფსბურგზე წინ: ბათუმის დინამო მსოფლიოში 199-ეა

ოქროს ბურთის მისაღებად წესები იცვლება: ნახე როგორ იქნება