in

უეფას ევროპის გაზრდა უნდა, ინგლისი წინააღმდეგია

უეფას სურს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა 32-მდე 2028 წლიდან გაზარდოს. წინააღმდეგია – PFA.

ტურნირი დიდი ალბათობით დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება.

2016 წლიდან ევროს მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე უკვე გაიზარდა. ახლა კი უეფას სურს, რომ 55 ქვეყნიდან 32 მიიღოს მონაწილეობა ფინალურ ეტაპზე.

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე მაეტა მოლანგო წინააღმდეგია. მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ტურნირის დონეს დააგდებს და ამით ფეხბურთელებიც იზარალებენ და გულშემატკივრებიც.

„ეს პროდუქტის ხარისხს ავნებს. ბავშვები კუმირებს საუკეთესო მხრივ ვერ ნახავენ.
შეშფოთებული ვართ, რომ ფეხბურთელები ყველაზე გვიან იგებენ.
ჩვენ შევხვდით ფიფას პრეზიდენტს და არსენ ვენგერს მანჩესტერში. პრემიერლიგის ყველა კაპიტანი იქ იყო და სხვა მოთამაშეებიც. უეფასთან სალაპარაკო გვაქვს.
ბოლო ევროზე მოთამაშე ფეხბურთელების მესამედი ინგლისში თამაშობს. ველოდებით, რომ ისინი დისკუსიებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“, – თქვა მოლანგომ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური მედია კვარაცხელიას რუსეთიდან და უკრაინიდან წამსვლელ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულში აყენებს: ხვიჩა წადი!

4 ევროპის ჩემპიონი: ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი პლოვდივში