ფიფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პოლონეთის ნაკრები ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალს. პოლონელები გადამწყვეტ მატჩში დაელოდებიან შვედეთი-ჩეხეთის გამარჯვებულს.
„გადაწყვეტილება მიღებულია უეფასთან და მონაწილე ასოციაციებთან კონსულტაციის შედეგად“, – ნათქვამია ორგანიზაციის პრეს-რელიზში.
გადაწყვეტილებაზე კომენტარებიც გაკეთდა. რუსების პოზიცია გასაგებია, ისინი სპორტის პოლიტიკაში არევას არ მიესალმებიან.
პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-სამსახურმა კი ასე შეუთვალა რუსებს:
„გვერჩივნა თქვენ მოედანზე დაგვემარცხებინეთ. მაგრამ მოცემულ მომენტში ეს ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება იყო, რაც ფიფას შეეძლო მიეღო“.
კომენტარი გააკეთა შვედეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა ჰოკან შესტრანდმა:
„ვფიქრობთ, რომ სპორტული თვალსაზრისით უფრო სამართლიანი იქნებოდა პოლონელებს ახალი მეტოქე მიეღოთ. გვესმის, რომ ეს ფიფასთვის რთული ამოცანაა, მაგრამ თანაბარი პირობების პრინციპი უნდა დაიცვას“.
შეგახსენებთ, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა და ფიფამ რუსული კლუბები და ნაკრები გუნდები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გაყარა.
ფიფამ გაითვალისწინა უკრაინელების თხოვნა და უკრაინის ნაკრების შეხვედრები შოტლანდიასთან მაისისთვის გადადო.
GIPHY App Key not set. Please check settings