in ,

დილამ ბათუმს დაუღამა: ჩემპიონის პირველი მარცხი

გუშინ, ეროვნული ლიგის მე-3 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე საქართველოს მოქმედი ცემპიონი ბათუმის “დინამო” ანდრეი დემჩენკოს გორის “დილას” ესტუმრა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლებიც მიიღო საკუთარ კარში და პირველი მარცხიც განიცადა.

უსახური და არცთუ საინტერესო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ვიხილეთ. სამი გოლი, დაძაბულობა და ბოლოს მამა-პაპური ქართული ჩხუბიც.

ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა. ირაკლი აზაროვის ფლანგურ პასს საჯარიმოში თორნიკე გაფრინდაშვილი გამოეხმაურა, რომლის დარტყმული ბურთიც მცირე რიკოშეტის შემდეგ აღმოჩნდა დემეტრე ბულისკერიას კარში. გორელებმა ანგარიშის გათანაბრება 67-ე წუთზე გაათანაბრეს. საგოლე კომბინაცია “დილას” ახალწვეულების ანგარიშზეა. ალვარო ტავარეშის პასის შემდეგ, საჯარიმოში ყველას ონორე გომისმა დაასწრო და ახლო მანძილად გაუტანა ლაზარე კუპატაძეს. მეორე გოლის ეპიზოდში კი, ამჯერად გომისმა თავად იტვირთა ასისტობა და თამაზ მაქაცარიას გაატანინა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი, ერთ-ერთი ეპიზოდისას პაატა ღუდუშაური და სტეფან დენკოვიჩი შეკამეთდნენ, რასაც გუნდებს შორის მასობრივი ჩხუბბი მოყვა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა ბათუმელთა ლეგიონერი მოედნიდან გაააძევა.

მეორე შეხვედრა მესხის სტადიონზე გაიმართა. “საბურთალომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 2:0 დაამარცხა. ქუთაისელები საკმაოდ ცუდ ფორმაში არიან. ჯერ მათ პირველ ტურში თბილისის “დინამოსთან” 0:4 წააგეს. მართალია, ქუთათურებმა “დილა” დაამარცხეს, მაგრამ სამ მატჩი 6 გოლის გაშვება დაცვაში გუნდის სუსტ თამაშზე მიუთითებს. აშკარაა, ცეცაძემ ჯერ კიდევ ვერ იპოვა გუნდის ძირითადი ბირთვი. “საბურთალოს” შემადგენლობაში გოლები: იური ტაბატაძემ და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს.

დღეს ტურის დარჩენილი სამი მატჩია:

თელავი – სამგურალი
დინამო თბილისი – სიონი
ლოკომოტივი – გაგრა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი შოთაძე ევროპის ჩემპიონია: დღეს 5 ფინალი გვაქვს

გვერჩივნა თქვენთვის მოგვეგო: პოლონეთი ოფიციალურად გავიდა პლეი-ოფის ფინალში