ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა.
„მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი დრო გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. „ნაპოლი“ ჩემი სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ახლა თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია.
პირველი გოლი და განცდები არასოდეს დამავიწყდება. ჩემი პირველი ნაბიჯები „სტადიო მარადონაზე“ და თქვენი შეძახილები, ემოციები და მუხტი განსაკუთრებული იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩებში.
ნეაპოლი საფეხბურთო ქალაქია, რომელიც ცხოვრობს და სუნთქავს ფეხბურთით. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მაისურის ტარება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც კლუბში მუშაობს: მწვრთნელებს, სტაფის თითოეულ წევრს, ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, მაგრამ თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ისევ შევხვდებით.
ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს გეტყვით. მინდა, წარმატებები გისურვოთ და ამ ქალაქს, ამ ხალხს სკუდეტო მოუტანოთ.
წასვლამდე ყველაზე მეტად აქ მოსვლა (დიეგო მარადონას მურალთან) მინდოდა. ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ განსაკუთრებულად იგრძნობა, რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო. ამ ადგილს განსაკუთრებული ძალა და ენერგია აქვს.
ნახვამდის, დიეგო! ნახვამდის, „ნაპოლი““, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
Grazzie Napoli 🩵…
Posted by Khvicha Kvaratskhelia on ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2025
GIPHY App Key not set. Please check settings