in

ენისეისთან მატჩი გაუქმდა: შავი ლომი ესპანურ კასტილიას შეხვდება

მოგეხსენებათ, რუსებს სანქციები თითქმის ყველა სპორტში შეეხო და გამონაკლისი არც რაგბია.

რაგბი ევროპის სუპერთასზე აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილისთვის ბრძოლა სოჭში კრასნოიარსკის “ენისეისა” და “შავ ლომს” შორის უნდა გარკვეულიყო, მაგრამ მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპას გადაწყვეტილებით რუსეთის ნაკრებები და კლუბები ყველა ტურნირიდან მოიხსნენ, შესაბამისად, ქართული გუნდი პირველ ადგილზე დარჩა და პლეი-ოფშიც აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდის სტატუსით გავიდა.

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი ნახევარფინალში დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილოსანს ესპანურ “კასტილიას” დაუპირისპირდება. მეორე წყვილში კი, დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი პორტუგალიური “ლუსიტანო” ისრაელის “თელ ავივ ჰითის” დაუპირისპირდება.

ნახევარფინალები 16 აპრილსაა დაგეგმილი. ფინალური მატჩი კი, 8 მაისს გაიმართება.

ნახევარფინალურ მატჩს “შავი ლომი” თბილისში გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელარუსები სახლში ვერ ითამაშებენ, რუსები მაინც იბრძვიან, პოლონეთი პირდაპირ გავა – ამბები მოკლედ

კვარაცხელიამ რუსეთის თასზე ითამაშა: რუბინი მომდევნო ეტაპზე გავიდა