in

როდის ითამაშებს ხვიჩა პსჟ-ში და ითამაშებს თუ არა საერთოდ ჩემპიონთა ლიგაზე

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during Serie A 2024/25 match between Torino FC and SSC Napoli at Olimpico Grande Torino Stadium on December 01, 2024 in Turin, Italy - ph Giuliano Marchisciano during the Italian soccer Serie A match Torino FC vs SSC Napoli on December 01, 2024 at the Olimpico Grande Torino stadium in Turin, Italy (Photo by Giuliano Marchisciano/LiveMedia) - Photo by Icon Sport

ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-ის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

წასვლამდე ქართველმა ფეხბურთელმა აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა და სიტყვით მიმართა.

ხვიჩამ თითოეული სიხარულისა თუ განცდისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ნაპოლი“ მუდამ მის გულში იქნება.

რაც შეეხება ახალ გუნდს, კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ში სავარაუდოდ 26 იანვარს შედგება – ლიგა 1-ის მე-19 ტურში პარიზელები „რეიმსს“ უმასპინძლებენ.

აი ჩემპიონთა ლიგაზე საქმე უფრო რთულადაა. პსჟ 23 იანვარს შინ „სიტის” ეთამაშება, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე კვარას თამაშის უფლება არ აქვს.

საქმე ისაა, რომ გუნდები განაცხადებს ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე წარადგენენ და მის დასრულებამდე ახალ ფეხბურთელს განაცხადში ვეღარ შეიყვანენ. მოკლედ, პსჟ-მა ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიოს კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვიხილოთ.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, ხოლო პსჟ-ს ჯგუფიდან გასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
პარიზელები 25-ე ადგილზე არიან, პლეი-ოფის საგზურს კი 24 გუნდი მიიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენს მიიღებენ ხვიჩას აგენტი და მამა პარიზული ტრანსფერიდან

იბრაჰიმოვიჩი აღფრთოვანებულია გოგლიჩიძით, რომლისადმი ინტერესს მილანი და იუვენტუსი იჩენენ