თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ევროლიგაზე ითამაშა. მისი „ვირტუსი“ კი კაუნასის „ჟალგირისთან“ დამარცხდა – 68:77.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 23 წუთი ითამაშა და გუნდის აქტივს 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიამატა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.
ევროლიგაზე 21 თამაშის შემდეგ „ვირტუსი“ 6 მოგებით და 15 წაგებით მე-16 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings