in

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ქართულ დელეგაციას უმაღლესი სინჯის მედალი გრიგალაშვილმა მოუტანა.

ტატომ ფინალში მისი პრინციპული მეტოქე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა. შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო ფინალში სწორედ კასესთან დამარცხდა.

ფინალისკენ მიმავალ გზამდე ტატომ: ფინელი ოსკან მაკინენი, გერმანელი ტიმ გრამკოვი, უნგრელი ატილა უნგვარი და უკრაინელი სერგეი კრავჩაჩი დაამარცხა.

ტატომ ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. პირველად ეს მან 2020 წელს პრაღაში შეძლო.

ტატო გრიგალაშვილისთვის და მატიას კასესთვის ეს მეოთხე დაპირისპირება იყო და “ქართველ არსენად” წოდებულმა ძიუდოისტმა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა 2:2.

გრიგალაშვილის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე დღეს ქართული ძიუდოს ლეგენდამ, ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა, მაგრამ იგი ასპარეზობას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა და უმედლოდ დარჩა. ლაშამ ალბანელი ინდრიტ კუჰაი დაამარცხა და 1/8 ფინალში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამარცხდა.

გეტყვით იმასაც, რომ გუშინ ქართულ დელეგაციას პირველი მედალი (ბრინჯაო) ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოუტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ტორპედო და დინამოს მატჩი ჩაიშალა: ჩხუბი და დაპირისპირება მოედანზე

უმცროსი ბორჯღალოსნები ზაფხულში იტალიაში 6 ერის გუნდებთან და სამხრეთ აფრიკასთან ითამაშებენ