უკვე მეორედ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კრაკოვის “ვისლას” გულშემატკივრებმა ბოლო ტურის შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
Wislaportal-ის მიერ განხორციელებულ გულშემატკივართა გამოკითხვაში ქართველმა შემტევმა თავის თანაგუნდელებს შორის ყველაზე მეტი, 5.95 ქულა დაიმსახურა.
ბოლო ტურის შეხვედრაში კრაკოვის “ვისლა” პლოცკის “ვისლასთან” 3:4 დამარცხდა. წიტაიშვილმა ეს შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საგოლე პასიც მიითვალა.
გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა და იჯარით ოდესის “ჩერნომორეცში” თამაშობდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, დროებით პოლონურ კლუბს შეუერთდა. წიტაიშვილმა “ვისლას” შემადგენლობაში სამ მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings