in ,

ოფიციალურად: წიტაიშვილი კრაკოვის ვისლას ფეხბურთელია

გუშინ, პოლონურ წყაროზე დაყრდნობით ჩვენს მიერ დაწერილი ინფორმაცია, რომელიც გიორგი წიტაიშვილის კრაკოვის “ვისლაში” ჩარიცხვას ეხებოდა, დღეს პოლონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა, მაგრამ იჯარის წესით ოდესის “ჩერნომორეცში” თამაშობდა. უკრაინაში საომარი მოქმედების გამო, საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია და ამიტომ უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს დროებთ კლუბების დატოვების ვადა აქვთ. სწორედ, ამ წესით ისარგებლა წიტაიშვილმა და სეზონის ბოლომდე “ვისლას” ღირსებას დაიცავს.

წიტაიშვილმა 2021/2022 წლების სეზონში “ჩერნომორეცის” მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

გიორგი წიტაიშვილი ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონიცაა. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მან უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო და ფინალში გოლიც გაიტანა.

კრაკოვის “ვისლა” პოლონეთის 13-გზის ჩემპიონია, მაგრამ ახლა რთული პერიოდი უდგას. მიმდინარე სეზონში “ვისლა” მე-16 ადგილზეა და ექსტრაკლასაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია სწრაფი და მოქნილია: ხვიჩა ევროსპორტზე

ლერი აბულაძე და ზურაბ იაკობიშვილი წონის ლიდერები არიან