ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს. რუმინული მხარის საჩივარი მსოფლიო რაგბიმ გუშინ დააკმაყოფილა.
საქმე ესპანეთის ნაკრების მხრიდან ნატურალიზირებულ მოთამაშეს ეხება. მათ სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს გევინ ვან დენ ბერგს ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან მან ესპანეთში არასაკმარისი დრო გაატარა. შესაბამისად, იმ შეხვედრებში, რომელშიც ამ მორაგბემ ითამაშა ესპანეთს 5-5 ქულა ჩამოაკლდა, რომლის შემდეგაც მე-2 ადგილზე რუმინეთი გადავიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ რუმინეთი კვალიფიცირდა. პორტუგალიის ნაკრები კი, რეპეშაჟში ითამაშებს.
შეგახსენებთ, ანალოგიური მიზეზით ესპანეთი 2019 წლის მსოფლიო თასიდანაც მოკვეთეს.
GIPHY App Key not set. Please check settings