ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულიდან კარიერას იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელებს. ტრანსფერი იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტისმა დაადასტურა.
კვარაცხელია “ნაპოლისთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ საკითხზე ჩვენ ვეტერან ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაახლოებულ საფეხბურთო მენეჯერ ნუკრი რევიშვილს ვესაუბრეთ.
“წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიდიოდა “ნაპოლისთან” მოლაპარაკებები. იტალიელი საფეხბურთო აგენტი ძაკარდო იყო აქტიურად ჩართული მოლაპარაკებებში. სხვა კლუბებიდანაც იყო შემოთავაზებები, მაგრამ ფეხბურთელის და ყველას ინტერესებიდან გამომდინარე “ნაპოლიზე” შეჩერდა არჩევანი.
დარწმუნებული ვარ კვარაცხელია აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.
ზურიკო დავითაშვილს რაც შეეხება, ზურიკოზეც არის რამდენიმე კლუბისგან შემოთავაზება და შემიძლია იმის თქმა, რომ დიდი ალბათობით ზურიკო ზაფხულში უცხოურ კლუბში წავა”, – თქვა ნუკრი რევიშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings