ესპანეთის კოპა დელ რეის ფინალური მატჩის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილზე ძალიან ბევრი იწერება.
ინგლისურ მედიაში გავრცელდა ხმებიც, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბი მზადაა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროც გადაიხადოს.
მამარდაშვილი პრემიერლიგის კლუბს სურს: ინგლისური მედია
ამ ამბებზე Crystalsport-ის საგოლე გადაცემაში გიორგი მამარდაშვილის საფეხბურთო მენეჯერმა ლევან სეთურიძემ ისაუბრა.
“ამას ვიტყვი, რადგან დარწმუნებული ვარ გიორგი ამაზე არ ავარდება, იმდენს გაუძლო ამ ბიჭმა. რეალური ინტერესი არის პრემიერლიგის კლუბებიდან, ასევე საფრანგეთის ლიგა 1-ის წამყვანი კლუბებიდან, რომლებიც ფინანსურად მყარად დგანან, მაგრამ გიორგი ამ ეტაპზე არის “ვალენსიას” ფეხბურთელი, ცხოვრობს ამ გუნდის ცხოვრებით და ჯერ კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს”, – თქვა ლევან სეთურიძემ.
მაინც მოვიგებ: მიბაძეთ მამარდას – საკუთარ თავზე მუშაობის, შრომისა და პროფესინალიზმის მაგალითი
GIPHY App Key not set. Please check settings