Football Manager-ის პოლონელი მოთამაშე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
პაველ სიცინსკი ოფიციალურად გახდა Football Manager-ის რეკორდსმენი.
მან მწვრთნელის კარიერა 2018 წლის 4 იანვარს დაიწყო და 2434 წლის 18 მაისამდე მივიდა. პოლონელის თქმით, მან ითამაშა 22 300 მატჩი, მოიგო 1258 ტროფეი, ხოლო მისმა გუნდებმა 58 900 გოლი გაიტანეს.
რამდენი რეალური დრო გაატარა თამაშში სიცინსკიმ, ამაზე არ წერენ. წინა მიღწევა გერმანელ ზეპ ჰედელს ეკუთვნოდა, რომელმაც 333 წელი გაატარა თამაშში და 1940 საათი რეალური დრო დახარჯა.
GIPHY App Key not set. Please check settings