in ,

მამარდაშვილმა მაგრად ითამაშა, მაგრამ თასისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: ვალენსიამ პენალტებით წააგო

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასს ვერ შეწვდა. „ვალენსიამ“ ფინალში „ბეტისთან“ მატჩისშემდგომი პენალტების სერიით წააგო – 1:1 და 4:5.

მამარდაშვილი ძირითადში იყო.


თამაში ვალენსიელებისთვის ცუდად დაიწყო. უკვე მე-11 წუთზე „ბეტისი“ ბორხა იგლესიასის გოლით დაწინაურდა. თუმცა „ვალენსიამ“ წონასწორობა საკმაოდ მალე, პირველივე ტაიმში აღადგინა. 30-ე წუთზე ანგარიში უგო დურომ გაათანაბრა.

მეორე ტაიმში მამარდაშვილმა გამოიჩინა თავი. 64-ე წუთზე ხუანმიმ მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ქართველმა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გოლისგან გადაარჩინა. 78-ე წუთზე ისევ ხუანმის დარტყმული ძელს მოხვდა. 83-ე წუთზე კვლავ მამარდაშვილმა ჩაერთო თამაშში. მასთან პირისპირ ფეკირი დარჩა, მაგრამ გიორგიმ შესანიშნავად ითამაშა, კუთხე დაფარა და გუნდი ერთხელაც გადაარჩინა. 90-ე წუთზე ბორხა იგლესიასის დარტყმა მამარდაშვილმა ნახტომში მოიგერია.

უნდა ითქვას, რომ უპირატესობას „ბეტისი“ ფლობდა და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ მამარდაშვილი საიმედო იყო. თუმცა შანსი „ვალენსიასაც“ მიეცა, მაგრამ სოლერმა ორჯერ ვერ გამოიყენა.

სამწუხაროდ, 11-მეტრიანების სერიაში მამარდაშვილმა პენალტის მოგერიება ვერ მოახერხა, “ვალენსიადან” 19 წლის მუსამ ვერ გაიტანა (ააცილა) და ესპანეთის თასს „ბეტისი“ ისტორიაში მესამედ დაეუფლა (1977 და 2005 წლებში). აღსანიშნავია, რომ “ბეტისმა” სამივე თავისი ფინალი მოიგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის კვარაცხელია? ნაპოლიმ ხვიჩაზე ვიდეო გააკეთა

შოთამ დამაჯერებლად მოიგო: ჰალი სულ უფრო ზემოთ მიდის