in ,

ვინ არის კვარაცხელია? ნაპოლიმ ხვიჩაზე ვიდეო გააკეთა

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ “ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ამაზე ვინ აღარ წერს და არავინაა, ვინც დიპლომატიის ფარგლებში მაინც უარყოფს. ჩვენიანი, სახელგანთქმულ კლუბში მისვლის შემდეგ, სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს ადგილობრივ გულშემატკივრებში, რომლებიც განსაკუთრებული ქომაგობითა და ფეხბურთის უზომო სიყვარულით არიან ცნობილი. სამხრეთ იტალიაში ხვიჩაზე აქამდე ბევრი არ სმენიათ და თანდათან ეცნობიან მასზე ინფორმაციებს.

ერთ-ერთმა ნეაპოლურმა საიტმა, napolipiu-მა ესპანეთის ნაკრებთან კვარცხელიას თამაშის ფრაგმენტები ამოკრიბა და ისე შეთავაზა თავის მკითხველს.

გეხსომებათ, თბილისში ხვიჩამ ესპანეთთან მშვენიერი მატჩი ჩაატარა (1:2) და პირველი ტაიმში ლამაზი გოლიც გაიტანა. მართალია ვიდეოში არ შეუტანიათ, მაგრამ მცირე სტატიაში ნახსენებია შვედეთის ნაკრების კარში გატანილი ორი გოლის შესახებაც.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრი გახდეს – დაუჭირე მხარი და მიეცი ხმა: ნახე ბმული

მამარდაშვილმა მაგრად ითამაშა, მაგრამ თასისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: ვალენსიამ პენალტებით წააგო