ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმელ ქომაგებსაც შესთავაზა თავისი საფეხბურთო შოუ. გასული ტურის მატჩში “გაგრას” წინააღმდეგ კვარაცხელიამ დუბლი+საგოლე პასი მიითვალა.
კვარაცხელიას იტალიაში ლუპით აკვირდებიან და მის თითოეულ თამაშს აღცევენ. 21 წლის ქართველი გარემარბის შესახებ ყველაზე ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzeta Dello Sport წერს.
“რომასთან” გასულ ტურში ფრედ დასრულებულმა თამაშმა “ნაპოლის” ოცნება სკუდეტოზე ძალიან შეამცირა, მაგრამ ნეაპოლელები მომავალს იმედიანად უყურებენ და აღნიშნული მატჩისგან მიღებულ სიმწარეს ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშით გაიქარწყლებენ, რომელმაც ბათუმში შესანიშნავი სანახაობა შესთავაზა გულშემატკივრებს. მან საოცარი გოლი გაიტანა, მაგრამ ის მხოლოდ კარგი “ფინიშიორი” არ არის, მას ფლანგზეც კარგად შეუძლია გამწვავება და მომენტის შექმნა.
ამ გამარჯვებით ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ ამ გუნდს ბოლო თვეები გაუჭირდება. ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ლიდერად იქცა და ბოლო შეხვედრებში გუნდის თამაში დიდწილად სწორედ მასზეა აწყობილი. ეროვნული ლიგა მარტში დაიწყო და დეკემბერში მთავრდება, კვარაცხელია კი, ზაფხულში უკვე “ნაპოლიში” იქნება. “ნაპოლიმ” კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ხვიჩა ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელი იყო და ტრანსფერის განხორციელება რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა.
ამჟამად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ჯუნტოლიმ კვარაცხელია გაცილებით იაფად შეიძინოს, ვიდრე ამას რუსები მოელიან, თუმცა “რუბინისთვისაც” იქნება კომპენსაცია გადასახდელი. “ნაპოლიში” ქართველის ტრანსფერის დეტალები განსაზღვრულია – 5 წელი და წელიწადში 1.5 მილიონი ევრო”.
GIPHY App Key not set. Please check settings