გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგი” გერმანიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ფრაიბურგთან” 1:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
“ფრაიბურგი” პირველივე ტაიმში 3-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და ფაქტობრივად პირველ 45 წუთშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. საინტერესოა, რომ “ფრაიბურგიდან” სამივე გოლი 11-მეტრიანის ნიშნულიდან: ნილს პეტერსონმა, ნიკოლას ჰიოფლერმა და ვინჩენცო გრიფომ გაიტანეს. “ჰამბურგის” რიგებში ერთი გოლი რობერტ გლაცელის ანგარიშზეა.
ჩაკვეტაძე თადარიგში იყო და მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებელი არ შეუქმნია.
GIPHY App Key not set. Please check settings