in

Შავი ლომი ფინალშია: იბერიანსი მძიმე ბრძოლაში დავამარცხეთ

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალშია. Ტურნირის ნახევარფინალში ქართულმა გუნდმა ესპანური “იბერიანსი” დაამარცხა.

“Შავმა ლომმა” მატჩის სტარტზევე შეძლო ლელოს დამიწება. Რამდენიმეფაზიანი მძლავრი მიძალების შემდეგ, ნიკო აფციაურმა რაქიდან ბურთი თავადვე აიღო და მისი შეჩარება ვერ მოახერხეს. Ბაბუნაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო. “Იბერიანსმა” ზუსტი საჯარიმო დარტყმით გვიპასუხა. Მატჩის განახლებისას ბურთი ისევ ჩვენ დაგვრჩა და მერაბ შარიქაძემაც კარგად შეუტია, მაგრამ ესპანელებმა ხუთმეტრიან წყვეტილთან შეაჩერეს. Პერანიძემ ბურთი ხაზზე გაათამაშა და ფრთაზე კარგი მეტობაც შევქმენით, მაგრამ ტაბუცაძემ და ხმალაძემ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და სიტუაციაც განიმუხტა.

Მალე, ლელო მაინც დავდეთ. Შარიქაძე გაგლეჯვაზე შევიდა და კაპიტანიც შეუჩერებელი იყო. Გარდასახვა ისევ ზუსტია.

Ამის შემდეგ, დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. “Იბერიანსმა” ხელდახელ თამაში კარგად ააწყო. Მამუკაშვილს და აფციაურს ბოჭვები გაუფუჭდათ და ესპანელთა ფრთის მოთამაშემ დაგვალელოვა. Ცოტა ხანში კი, ცენტრში დაცვის ხაზის გადაწყობა დავაგვიანეთ. Ესპანთა მეორე ხაზელმა ხაზი გაჭრა. Მამამთავრიშვილს ბოჭვა გაუფუჭდა, ვერც ხმალაძემ შეძლო დაზღვევაზე თამაში და მეორე ლელო მივიღეთ. “Შავმა ლომმა” ლელოს ლელოთივე უპასუხა. ლაშა ხმალაძემ ისეთი სოლორეიდი განახორციელა, რომ ყველას ახალგაზრდა ხმალაძე გაგვახსენა. Ბაბუნაშვილმა ისევ ზუსტად გარდასახა. Ცოტა ხანში, ხუთმეტრიანში ამოვკეტეთ მეტოქე და მსაჯმა “იბერიანსის” მორაგბე გაასინბინა. Ტრადიციული მოლი და შალვა მამუკაშვილის ლელო. Ტაიმი 26:20 მოვიგეთ.

Მეორე ნახევარი “იბერიანსმა” კარგად დაიწყო და საწყის წუთებში მათ სათამაშო უპირატესობა და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და გარდასახულ ლელოს+ ჯარიმა გაგვიტანეს. Ამას იიც დაემატა,რომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა ლუკა ივანიშვილი.

Საბედნიეროდ, მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. Ჯერ ტექნიკური ლელო მივითვალეთ, ცოტა ხანში კი, მძლავრი მოლის შემდეგ შალვა მამუკაშვილმა დუბლი მიითვალა.

“Იბერიანსმა” საჯარიმო გაგვიტანა გაგვიტანა და სხვაობა სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა.

Მატჩის მიწურულს კი, შესანიშნავი შეტევის შემდეგ ესპანელები ლაშა ლომიძემ დაალელოვა.

Თუმცა, ბოლოს “იბერიანსმა” დაგვალელოვა და მატჩის საბოლოო საბოლო ანგარიშიც ანგარიშიც დაფიქსირდა.

Საბოლოოდ,43:40 და “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში 8 მაისს,ლისაბონში “ლუსიტანოს” დავუპირისპირდებით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ღირს რონალდოს ჰეთ-თრიქი… XXXIII ტური

FA Cup: ლივერპულმა მსოფლიოს უძლიერესი გუნდი დაამარცხა და ფინალში ჩელსის შეხვდება