გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში „კარლსრუეს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო – 3:0. ქართველი თადარიგში იყო და 78-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. გიორგის ამ მოკლედ დროში რაიმე რირებული არ გაუკეთებია.
„ჰამბურგმა“ ბოლო მატჩები ცუდად ჩაატარა და ცხრილში დაქვეითდა, რითაც ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი ძალიან შეიმცირა. ახლა “ჰამბურგს” 48 ქულა აქვს და საბუნდესლიგო ზონას 5 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 4 ტური რჩება. ჰამბურგელებზე წინ 5 გუნდია და შანსი დიდი არ არის, თუმცა ბრძოლა შეიძლება.
აღვნიშნოთ ისიც, რომ დღეს და მომდევნო ტურში ბუნდესლიგაში დაწინაურების მსურველი გუნდები ერთმანეთს ხვდებიან (დღეს – “დარმშტადტი”-“შალკე”; “ვერდერი”-“ნიურბერგი”; 31-ე ტურში – “შალკე”-“ვერდერი”; “სანკტ პაული”-“დარმშტადტი”), შესაბამისად ვიღაცეები ქულებს დაკარგავენ, რაც “ჰამბურგს” ხელს აძლევს. ყველა ჩამოთვლილი გუნდი ამ წუთას “ჰამბურგზე” წინაა. უშუალო კონკურენტები ერთმანეთს დარჩენილ ტურებშიც შეხვდებიან, “ჰამბურგს” კი მოწინავე გუნდებთან თამაში აღარ უწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings