ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში შეუჩერებელია და ქართველი თავდამსხმელიც არ აპირებს გაჩერებას. უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში ზივზივაძის და ბერიძის “უიპეშტი” “ზალაეგერშეგის” დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. ორივე ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივემ გაიტანა. ბუდუმ დუბლი მიითვალა. ერთი შეაგდო ბერიძემ და კატონამ.
ბუდუმ ჯერ ბერიძის პასით გაიტანა. მატჩის 37-ე ეწუთზე კი, მართლაც საოცარი სილამაზის გოლის ავტორი გახდა. მან შორეული გასროლით მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია ბურთი.
ბუდუსთვის ეს “უიპეშტის” რიგებში ჩატარებულ მერვე მატჩში მეცხრე გოლია.
“უიპეშტს” 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.
GIPHY App Key not set. Please check settings