in

ვიდეო: 12 წლის უკრაინელი ბიჭის ახდენილი ოცნება – მატჩი და გოლი საყვარელი გუნდის მაისურით

უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი დონეცკის “შახტარი” სლოგანით “არა ომს”, “მშვიდობისთვის” საქველმოქმედო შეხვდრებს მართავს. დონეცკელები გუშინ გდანსკში ვარშავის “ლეგიას” დაუპირისპირდნენ და მატჩი უკრაინელების სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.

“შახტარის” შემადგენლობაში 12 წლის მარიუპოლელმა ბიჭმა დმიტრო კედამ ითამაშა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. იგი მოედანზე ბოლოს შევიდა.

დმიტრო კედა ხარზისკში დაიბადა. მისი ოჯახი დონეცკის “შახტარის” გულშემატკივარია და “დონბას არენაზე” მატჩებს ხშირად ესწრებოდნენ. აგრესორი რუსეთის მიერ დონეცკის ოკუპაციის შემდეგ, მისი ოჯახი მარიუპოლში საცხოვრებლად გადავიდა და დმიტროც ადგილობრივი “მარიუპოლის” გუნდში დადიოდა ფეხბურთზე. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას მისი ოჯახი მარიუპოლში იმყოფებოდა და ქალაქის დრამატული თეატრის შენობაში იმალებოდა. მათ, 15 აპრილს მოახერხეს პოლონეთში ჩასვლა. დღეს კი, 12 წლის უკრაინელმა ბიჭმა ოცნება აისრულა და საყვარელი გუნდის მაისურით ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაბედავამ დინამო მარცხისგან იხსნა: სამი ფრე გადადებულ მატჩებში

კვარაცხელიას სერია ა-ში ძალიან გაუჭირდება: ანატოლი ბიშოვეცი