მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს შოტლანდია და უკრაინა უნდა დაუპირისპირდნენ 1 ივნისს გაიმართება. თარიღი ოფიციალურად დადასტურდა. პლეი-ოფის ფინალური მატჩი კი, რომელშიც ამ წყვილში გამარჯვებული უელსს შეხვდება, 5 ივნისს გაიმართება.
უკრაინისა და შოტლანდიის მატჩი 24 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ შეხვედრა რუსეთ-უკრაინის ომის გამო გადაიდო.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მათი ნაკრები ამ მატჩამდე საფრანგეთისა და ჩრ.მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებს გეგმავს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კი, 18 ნოემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
GIPHY App Key not set. Please check settings