21 წლის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ესპანური ზღაპარი გრძელდება. თბილისის “დინამოდან” “ვალენსიას” სარეზერვო გუნდისთვის გადასულ მეკარეს “ღამურების” მეორე გუნდში ერთი ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებია. ამის მიზეზი მარტივია. გიორგი თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. მამარდაშვილა ლა ლიგის საწყის ტურებში 6 მატჩი ჩაატარა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა, მაგრამ “რეალთან” და “სევილიასთან” დაშვებული შეცდომების შემდეგ, იგი სილესენმა ჩაანაცვლა. გარკვეული პერიოდი ბორდალასი ხაუმე დომენეკსაც კი, მამარდაშვილზე წინ აყენებდა.
33 წლის ნიდერლანდელის ტრავმა კი, გიორგისთვის “ვალენსიაში” თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი იყო და მან ეს შანსი ჩინებულად გამოიყენა. მამარდაშვილს 560 წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა და იგი 2012 წლის შემდეგ გახდა “ღამურების” პირველი მეკარე, რომელსაც 500 წუთზე მეტი ხანგრძლივობის მშრალი სერია ჰქონდა. 2012 წელს ვისენტე გუაიტას “ვალენსიას” მაისურით 643 წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა.
ქართველი მეკარის ეს ჩინებელი სერია მადრიდში, “რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრაში 84-ე წუთზე შეწყდა. მისი კარის ბადე სერხი გუარდიოლამ შეარხია. აქამდე, მან საკუთარ კარში ბურთი 20 მარტს პიერ-ემერიკ ობომეიანგისგან მიიღო.
დებატები დაიხურა: თასის ფინალში მამარდაშვილი იქნება – ესპანური მედია
GIPHY App Key not set. Please check settings